"ლელოს' ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან

"ლელოს" ოფისში ის ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის ცვლილებაზე იმსჯელებენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით ხვალ, საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე,  ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგება შეხვედრა.