ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდება

პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება. შესაბამისი საკითხი ბიუროს სხდომაზე უკვე შევიდა. 

იოსელიანის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა 29 იანვარს გადაწყვიტეს.  

პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს.