ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს. ლევან იზორია მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. 

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, ის გერმანიაში ელჩად ინიშნება. მისივე თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება დეკემბერში იქნა მიღებული

. მისივე თქმით, თებერვლის ბოლოს ის უკვე გერმანიაში ჩავა და ელჩის რანგში საქმიანობას გააგრძელებს.