ლევან სამუშია: მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება

ლევან სამუშიამ „თავიუფალი დემოკრატები“ დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება - დავტოვო პარტია ” თავისუფალი დემოკრატები” . წარმატებას ვუსურვებ ” თავისუფალ დემოკრატებს”!

სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“,-  წერს ლევან სამუშია და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე დამატებითი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს.