ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

მან ხურვალეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილობრივებს შეხვდა.

გიტანას ნაუსედა საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.