მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - VIDEO

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.