მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

"საქართველოში ჩავფრინდი, რათა მხარი დამეჭირა ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრებისთვის. მადლობა გიორგი გახარიას გულთბილი დახვედრისთვის", - ნათქვამია პომპეოს ტვიტში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ის სალომე ზურაბიშვილთან და გიორგი გახარიასთან ერთადაა აღბეჭდილი.