მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში იმყოფებოდა. ის საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ინფორმაციას ადასტურებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით მიხეილ სააკაშვილთან მისი შვილის საქმეზე და ზოგად თემებზე ისაუბრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა.