დღეს მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს“ 12 წევრს წარადგენს

მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრს დღეს წარადგენს. 

წინასწარი ინფორმაციით ,,ლელოს“ წევრები იქნებიან: იურისტი, „ევროპის ფონდის” წარმომადგენელი საბა ბუაძე; მწერალი თეონა დოლენჯაშვილი; იურისტი კახა კოჟორიძე; ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე; ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი; პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი; ფილოლოგი მანანა პაიჭაძე; სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი; გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე; წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ლანა გალდავა.

ხაზარაძის პრესკონფერენცია 13:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა.