მარგველაშვილი სააკაშვილს ხვალ შეხვდება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვალ, 27 დეკემბერს შეხვდება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მარგველაშვილი 12:00 საათზე გეგმავს მისვლას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.