მარგველაშვილი ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს

მეოთხე პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ იმაზე რაც ახლა ხდება, დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მოქმედ პრეზიდენტზეცაა.

"მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობა ახლა მოქმედ პრეზიდენტზეა, რომ ის დაინტერესდეს ამ საკითხით. მე არ ვამბობ, რომ უნდა შეიწყალოს, ეს მისი გადასაწყვეტი და საზიდი ტვირთია. მოქმედი პრეზიდენტი პატიმრიბაში მყოფი პრეზიდენტის ბედით უნდა დაინტერესდეს.

თუ დასჭირდება და საჭიროდ ჩათვლის, მეც შემიძლია ამ პროცესში ჩავერთო. იმ კომპეტენციაში, რაზეც სამმა პრეზიდენტმა შეიძლება ისაუბროს, არა პოლიტიკურ მოგება-წაგებაზე, არამედ ქვეყნის ბედზე, იმაზე რომ ტრავმა არ მივაყენოთ ჩვენ სახელმწიფოს"- განაცხადა მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.