მარია ზახაროვა: თბილისი კორონავირუსის თემის პოლიტიზებას ცდილობს

მოსკოვი აღნიშნავს, რომ თბილისი კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზებას ცდილობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

ზახაროვას თქმით, მოსკოვმა გამოხატა შეშფოთება თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო.

„გრძელდება ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თემის პოლიტიზირების მცდელობა მოხდეს. ამ ფონზე შეუძლებელია მწუხარებას არ იწვევდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციულ დიალოგზე" , - განაცხადა ზახაროვამ.