როგორც ვაცხადებდით, მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. 11-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე მერობის კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.
მარნეულის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კენან ომაროვმა 68.01% დააგროვა.
ქვემო ქართლის ყველა რაიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმარჯვებენ. გამონაკლისია რუსთავი, სადაც "ოცნების" კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 44.67% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 43.91%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 11:00 საათის მდგომარეობით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.