მარტში ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია

საპროტესტო აქციებს ოპოზიცია მარტშიც გააგრძელებს. 

დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ წარადგინა. 

,,2 მარტს გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი;

5 მარტს დემონსტრანტები კანცელარიის პიკეტს მოაწყობენ;

9 მარტს აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;

11 მარტს აქცია გაიმართება სასამართლოსთანაც;

13 მარტს კი ისევ პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა", - განაცხადა დეკანოიძემ.