მატარებელმა მოძრაობა დაიწყო - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტს გამოეხმაურა.

"ვფიქრობ მატარებელმა მოძრაობა დაიწყო" - განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.