მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. 

სხდომა კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში პარლამენტში შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.