მეორე ადგილზე ვერ გავა - კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერობას გადაწყვეტს, შესაძლოა, მესამე ადგილზე გავიდეს. 

კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" აქვს იმის რესურსი, რომ მომავალ არჩევნებზე ხმების 20% აიღოს.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე.

ჯერჯერობით, რაც ჩანს, ისევ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" იმის რესურსი, რომ სადღაც 20%-ის ფარგლებში აიღოს და საკმაოდ რთული იქნება მესამე კანდიდატისთვის, რომ ამ მაჩვენებელს გაადააჭარბოს". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.