მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო - ვოლსკი სანქციებზე

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, ამბობს, რომ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების საკითხი არც კი განიხილება.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სანქციებთან დაკავშირებით, სიცრუეა.

,,მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის. სანქციებს პერსპექტივა არ აქვს, ყველამ ერთად რომ მოინდომოთ, რომელიც ამზადებთ ,,ფეიქ ნიუსებს", - განაცხადა ვოლსკიმ.