"მეორე ტურში წააგეს ყველაფერი" - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტური წააგო.

"ქართული ოცნების" გამარჯვება არის დამაჯერებელი და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით ხალხს, ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმი, სადაც მოვიგეთ, ავიღეთ 47%, შემდეგ გამოგვიცხადეს რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც ავიღეთ ბევრად უფრო მეტი 55%, წაგებული არიან როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში წააგეს ყველაფერი", - ამბობს კობახიძე.