მიხეილ რამიშვილს თბილისის მერობა სურს

ე.წ ციანიდისა და თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებული საქმეების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერობა სურს. 

როგორც რამიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, ის მერის არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. 

"გადავწყვიტე თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო" - წერს რამიშვილი.