მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს ციხის საკნიდან მიესალმა - PHOTO

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად რუთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართა. 

ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდები და ის სოციალურ ქსელში დააორგანიზეს.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობას აპროტესტებენ.