მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს

"თუკი ერთად აღმოვფხვრით კორუფციას - თითოეული ქართველი გახდება მდიდარი. თუკი ერთად ავაგებთ ახალ ბიზნესებსა და საწარმოებს - თითოეული ქართველი გახდება მდიდარი. თუკი ერთად გავზრდით საქართველოში ტურისტთა ნაკადს - თითოეული ქართველი გახდება მდიდარი. თუკი ერთად ვიქნებით - ჩვენთვის აღარ იქნება არაფერი შეუძლებელი", - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას, სადაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს.