მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს, შიმშილობას აცხადებს.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიაწოდა, რომელმაც ექსპრეზიდენტი პენიტენწიურ დაწესებულებაში მოინახულა.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი თავს ცნობს პოლიტპატიმრად და ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას.