მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას - კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას"

ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდებს. 

ევროპარლამენტარი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, საქარველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში "ნაციონალური მოძრაობიდან"! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს! საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რომ მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იგივეს ვიხილავთ საქართველოში!"- წერს კუბილიუსი "ტვიტერში".