მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში კენჭს იყრის

მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწიელობას. მისი განმარტებით, ის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი არ იქნება.

ნიკოლაძე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. 

ცნობისთვის, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია.