"მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან უარესდება" - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედაა, თუმცა შიმშილობის გამო, მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან უარესდება.

"ის შიმშილობს უკვე მე-8 დღეა, და მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან ბუნებრივია იწყებს გაუარესებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ქართული საზოგადოება გააქტიურდეს და საქართველოში დაიწყოს პროცესები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამავდროულად იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა", - თქვა ბექა ბასილაიამ.