საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება

საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება. 

ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ ინფორმაცია ფრაქციის წევრების კომიტეტებში წარდგენის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“მგონია, რომ ბიურომ უარი არ უნდა უთხრას ოპოზიციას, თუ მათ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება - რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.