მივაღწევთ რამეს - შემდგომ ისევ ვანგრევთ, მერე თავიდან ვიწყებთ შენებას - გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავარია აშენებულის ნგრევისა და კვლავ აშენების გამოცდილება დასრულდეს. 

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ახალგაზრდებიც და გამოცდილი პროფესიონალებიც. 

"მივაღწევთ რამეს - შემდგომ ამას ისევ ვანგრევთ, მერე თავიდან ვიწყებთ შენებას - ჩვენთვის მთავარი ეს დავასრულოთ და ამისთვის გვჭირდება კარგი, კეთილსინდისიერი ახალგაზრდებიც და გამოცდილი პროფესიონალებიც. არავინ არ ვლანძღოთ, არავის არ ვეჩხუბოთ, არავის არ ვეომოთ -უბრალოდ ვიშრომოთ, ლანჩხუთის, გურიის და ამ ქვეყნის - ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი." - მიმართა გიორგი გახარიამ შეკრებილ მხარდამჭერებს.