მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. 

ისინი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც პარლამენტს სამშაბათს უნდა წარედგინოს. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატები "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეკრიბნენ. ისინი დოკუმენტის აღსრულების ისეთ მექანიზმზე მსჯელობენ, რომლის საშუალებითაც ამნისტია არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო იხდის სასჯელს.