მმართველმა პარტიამ მესტიის მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა

დღეს "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი მესტიაში დაასახელა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება. 

წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მან ეპიდვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

პრემიერმა ასევე მესტიაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი და ახალი საბაგიროს მშენებლობა დააანონსა.