მადლობა ეუთოს ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. 

მთავრობის მეთაური ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი ეუთოს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ში.