"მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. 

ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში".