მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები აზერბაიჯანში - ზალკალიანი

5 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში და განვიხილო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

შეგასენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.