მოლდოვის პრეზიდენტი საქრთველოშია

მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოშია. მაია სანდუ ბათუმში ჩაფრინდა. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

მაია სანდუ საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

მოლდოვის პრეზიდენტი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.