კვლევა, რომელიც IPSOS საფრანგეთმა „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა, ასახავს მოსახლეობის განწყობას პოლიტიკური პარტიების მიმართ.
კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, კვლევის შედეგები ასეთია:
ქართული ოცნება - 24,5%
ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17,4%
ევროპული საქართველო - 6,9%
ლელო - 3,6%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3,4%
ლეიბორისტული პარტია - 1,9%
გირჩი - 1,8%
პატრიოტთა ალიანსი - 1,7%
მოქალაქეები - 1%
ერთიანი საქართველო - 1%
აღსანიშნავია, რომ კვლევითმა ორგანიზაციამ IPSOS იდენტური კვლევის შედეგები ორი კვირის წინაც გამოაქვეყნა. მას შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოქალაქეების მხარდაჭერა „ლელო საქართველოსთვის“ მიმართ. ხოლო, „ქართული ოცნების“ რეიტინგმა მცირედით დაიკლო.