"მონებო", "არა გაყალბებას" - ისნის საოლქო კომისიასთან ხმაურია

ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

 "მონებო" და "არა გაყალბებას" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.