მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსულ კა-გე-ბესთან შეთანხმება - კალიურანდი

ვროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო ძალისმიერ გზით მოხვდა ხელისუფლებაში 09/08/2020-დან არჩევნების გაყალბების შედეგად. ბელარუსიდან გახიზნული პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფრი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები",წერს მარინა კალიურანდი Twitter-ზე.