მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი პარლამენტარი - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე პარლამენტში მივიდა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში იმუშავებს როგორც პარლამენტის რიგითი წევრი. 

"ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობები. მე, ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენებ საკუთარი კანდიდატურას ამ თანამდებობებზე. დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც უახლოეს მომავალში მუშაობას გავაგრძელებ როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო რიგითი პარლამენტარი", - აცხადებს ბაქრაძე.