მზად ვარ მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში გაჩენილ ტყის ხანძრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს სტიქიის ლიკვიდაციაში და დახმარება აღმოუჩინოს მეზობელ სახელმწიფოს. 

გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.