ნაძალადევის ერთ-ერთ უბანზე მამაკაცი ორი პირადობით მივიდა

თამარ კორძაიას განცხადებით, ნაძალადევის ერთ-ერთ უბანზე მამაკაცი პირადობის ორი მოწმობით მივიდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. კორძაიას განცხადებით ბარათებზე პირადი ნომრები იდენტურია, შეცვლილია გვარი ჯიქური - მსტოიანით. 

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაცხადა, მოქალაქემ გვარი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეუღლის გვარზე გადავიდა. 

22 ოქტომბრის მონაცემით ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მან მსტოიანის ნაცვლად მეუღლის გვარი, ჯიქური მიიღო.