ნანუკა ჟორჟოლიანი: ხალხი ფულს აიღებს და თქვენ მაინც არ შემოგხაზავთ

ახლა გეუბნებით, რომ ხალხი მაგ ფულს აიღებს და თქვენ მაინც არ შემოგხაზავთ, - "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო.

"ზუსტად ვიცი, ყველა ადამიანი, სახელებით და გვარებით, ბაზრობებით, სხვა ბიზნესებით, რომლებიც სამტრედიაში ჩამობარგდით არჩევნებამდე და დიდი ფულის დარიგება დაიწყეთ. ზოგი ხვალიდან ჩამოდიხართ.

რამდენიმე დღე გიყურებთ და შემდეგ უკვე სურათებით, სახელებით და გვარებით გაგიცნობთ საზოგადოება. ორი კვირის წინ ვივარაუდე ეს ყველაფერი. ინტერვიუში ვთქვი, რომ სამტრედიას ბევრი მდიდარი ადამიანი ჰყავს და ფულის დარიგებას დაიწყებენთქო. ახლა, გეუბნებით, რომ ხალხი მაგ ფულს აიღებს და თქვენ მაინც არ შემოგხაზავთ," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.