ნათელაშვილი: ხელისუფლება კორონავირუსის სტატისტიკას წინასაარჩევნო პერიოდში იყენებს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება კორონავირუსის გაზრდილ სტატისტიკას წინასაარჩევნო პერიოდში იყენებს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენსთვის ყველა ბერკეტი გამოიყენოს.

"უკვე დაიწყეს სტატისტიკის გამოჩენა, ადრე მალავდნენ და არჩევნებმადე ორი კვირით ადრე შეამცირებენ სტატისტიკას და იტყვიან, რომ აი კორონავირუსისი მეორე ტალღაც მოვიგერიეთ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.