"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ სამომავლო სტრატეგიაზე, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და რა იქნება მათი მთავარი მიმართულებები.

სხდომის დაწყებამდე პარტიის ზოგიერთმა წევრმა არ გამორიცხა, რომ სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ პარტიაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები.