"ნაციონალური მოძრაობა" 21 დეკემბერს აქციას გამართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინფორმაციით, აქცია - "თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.