ნაციონალური მოძრაობა 29 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " 29 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს. ამის შესახებ დიმიტრი შაშკინი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს. 

"29 ოქტომბერს, 18:00 საათზე - ქართველი ხალხის დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე!

ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და ურყევი ნება - გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გავაცილოთ უზურპატორი ოლიგარქი ხელისუფლებიდან.

გელოდებით ყველას!", - წერს დიმიტრი შაშკინი.