"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლის მიუხედავად, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამის მიზეზი ამნისტიასთან დაკავშირებული ჩანაწერია.

"ამნისტიის დოკუმენტის არც ერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.