"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შეკვეთილში აქცია გამართეს

შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის ორგანიზაციის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდეტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართეს. 

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში დიდ დროს ატარებს და შესაძლოა, ასე მიაწვდინონ ხმა. 

შეკრებილებმა ასფალტზე საპროტესტო წარწერების დატოვებაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.