"ნაციონალურ მოძრაობაში" ჩემს მეგობრებს მოვუწოდებ შეუერთდნენ პარლამენტს - გალერი

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ გალერი "ტვიტერში" წერს. 

"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შეუერთდნენ პარლამენტს.

მთავრობისა და მმართველი პარტიის ნებისმიერ საფუძვლიან კრიტიკას უფრო დიდი რეზონანსი აქვს, როდესაც ის პლენარული სხდომიდან ისმის, ვიდრე ქუჩიდან ყვირილის დროს", - წერს მიხაელ გალერი.