NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ

NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 

ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად, ერთიან კონტექსტში განიხილება. 

საკითხი მოხვდა ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში, მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.