ნიკა მელიამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია დააანონსა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში საპროტესტო აქციას აანონსებს, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ენმ-ის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას შედეგები გაუყალბეს და დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.

ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა და ხვალ, ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.